სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის საზარელი ტრავმა
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ამომავალმა ვარსკლავმა, ლი სეუნ-მომ, საშინელი ტრავმა მიიღო. "გვანჟუს" ფეხბურთელი მოგებული საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ცუდად დაეცა და კისერი დაიზიანა.

20 წლის მოთამაშემ გონება მაშინვე დაკარგა და ინციდენტმა მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვია.
კლუბის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად მან კისრის სამი მალა მოიტეხა და დაზიანება მარცხენა ხელის თითზეც აღენიშნება.

ტრავმის სირთულის მიუხედავად "გვანჟუს" პრესსამსახური იმედისმომცემ განაცხადებს ავრცელებს. კლუბის თქმით ფეხბურთელი დიდხანს არ იუქმებს. იგი მოედანს სამ თვეში დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი კვირის საავადმყოფოში გატარება მოუწევს.
