ლევან ყენიას მარცხი ''სან სიროზე'' - ''მილანის'' შთამბეჭდავი 14 წუთი
Aa
Aa

ლევან ყენიას მარცხი ''სან სიროზე'' - ''მილანის'' შთამბეჭდავი 14 წუთი

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2018-19 წლების სეზონის მეხუთე ტურში ''მილანმა'' ''სან სიროზე'' ლუქსემბურგის ''დუდელანჟი'' 5:2 დაამარცხა. 

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 49-ე წუთზე ტურპელის გოლით ''დუდელანჟი'' დაწინაურდა. დინო ტოპმიოლერის გუნდი ''სან სიროზე'' 66-ე წუთამდე იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ''მილანმა'' 4 გოლი 14-წუთიან მონაკვეთში შეაგდო და 5:2 გაიმარჯვა.

''დუდელანჟის'' მაისურით ლევან ყენია მე-80 წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ქართველმა ლეგიონერმა პირველი გოლის ავტორი შტოლცი შეცვალა.

F ჯგუფში ''ბეტისი'' 11 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ''ბეტისი'' იკავებს, ''ოლიმპიაკოსის'' ანგარიშზე 7 ქულაა, ხოლო ''დუდელანჟი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

28 წლის ლევან ყენიამ ევროპა ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივე შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე. საერთო ჯამში ქართველმა ფეხბურთელმა 40 წუთი ითამაშა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 14 დეკემბერს ''დუდელანჟი'' ჯგუფის ლიდერ ''ბეტისს'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები