გველესიანის მორიგი გოლი და მეოცნებე ხასიათი
Aa
Aa

გველესიანის მორიგი გოლი და მეოცნებე ხასიათი

ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში აბადანის ''სანათ ნაფთისა'' და ''ნასაჯის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''ნასაჯის'' ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გველესიანმა 63-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მესამე დამატებულ წუთზე მოახერხეს.

16-გუნდიან ლიგაში ''ნასაჯი'' 12 ქულით მე-12 ადგილზეა.

ამპლუით მცველმა გველესიანმა მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ''სანათ ნაფთისთან'' გატანილი გოლის შემდეგ 27 წლის მოთამაშემ სოციალურ ქსელში დაწერა:  “ოცნებები სრულდება,წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ დაგვაჯილდოვებდა მეოცნებე ხასიათით. ესეც ჩემი მორიგი გოლი ⚽️''

თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ''ზობ აჰანის'' ღირსებას იცავდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები