Aa
Aa

"დორტმუნდმა" პაკო ალკასერი გამოისყიდა

"დორტმუნდის ბორუსიამ" პაკო ალკასერი გამოისყიდა და კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმა.

ესპანელი ფეხბურთელი საოცარ ფორმაში იმყოფება. გერმანული გუნდის მაისურით მან 10 შეხვედრა გამართა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

ალკასერი "დორტმუნდში" იჯარის წესით იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით "ბორუსიამ" პაკოს სანაცვლოდ "ბარსელონას" 22 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ესპანელი თავდამსხმელის საფეხბურთო კარიერა "ვალენსიაში" დაიწო. "ღამურების" მაისურით "ლა ლიგაში" მან 93 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. შემდეგ ალკასერი"ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. კატალონიური გრანდის რიგებში მან 37 მატჩი გამართა და მეტოქე გუნდების კარის აღება 10-ჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები