კანკავასა და კვეკვესკირის ახალი კონტრაქტი
Aa
Aa

კანკავასა და კვეკვესკირის ახალი კონტრაქტი

ყაზახურ კლუბ ''ტობოლთან'' ქართველმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები ყაზახური გუნდის ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავენ. ინფორმაციას ''ტობოლის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

32 წლის ჯაბა კანკავა ''ტობოლს'' მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა. ფრანგული ''რეიმსის'' ყოფილმა ნახევარმცველმა ''ტობოლის'' მაისურით ყაზახეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიკა კვეკვესკირი 2017 წლის ზაფხულში ''ტობოლის'' ფეხბურთელი გახდა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

გასულ სეზონში ''ტობოლი'' ყაზახეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები