ლაკვეხელიანის დუბლი, არაბიძის შესანიშნავი საგოლე გადაცემები და წითელი ბარათი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინასთან გასვლით მატჩში ფრედ 3:3 ითამაშა. ამხანაგურ მატჩში გია ცეცაძის ფეხბურთელთაგან ლუკა ლაკვეხელიანმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლაშა ლეჟავას ანგარიშზეა.
ლაკვეხელიანს ორივე გოლისას ასისტენტობა გიორგი არაბიძემ გაუწია. ''ნასიონალის'' ქართველმა შემტევმა შორეული გადაცემები შეასრულა და ''საბურთალოს'' მცველმა შესანიშნავად ითამაშა.
ლაკვეხელიანის დუბლის გარდა სტუმართა მაისურით ბოლნისის ''სიონის'' 20 წლის შემტევმა ლაშა ლეჟავამ მოახერხა გოლის გატანა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
არბიტრმა ორივე გუნდის მხრიდან თითო-თითო ფეხბურთელი გააძევა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი არაბიძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ბუღრიძე, არველაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ძებნიაური, კერელეიშვილი, ლეჟავა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ მატჩს 20 ნოემბერს, სტუმრად, კვიპროსთან გამართავს.

ფოტო/ვიდეო: ffu.ua