Aa
Aa

"ბარსამ" ვილიანის მიმართ ინტერესი განაახლა - კატალონიელებს ბარტერი სურთ

„ბარსელონა“ ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. როგორც ჩანს ერნესტო ვალვერდე შემტევების თამაშით მთლად კმაყოფილი არ არის.

Goal-ი La Sexta-ზე დაყრდნობით წერს, რომ კატალონიელები თავიანთ ძველ სამიზნეს ვილიანს მიუბრუნდნენ, რომლის შეძენაც ზაფხულში სურდათ და ამასთან საკმაოდ ახლოსაც იყვნენ.

30 წლის ბრაზილიელი გარემარბის სანაცვლოდ „ბარსა“ თანხის გადახდას არ აპირებს. კლუბი გეგმავს, რომ „ჩელსის“ ვილიანისა და მალკომის ბარტერი შესთავაზოს.

21 წლის მალკომს ვალვერდე დიდად არ ენდობა. მცირე ტრავმის შემდეგ ბრაზილიელმა ფორმაში შესვლა უკვე ერთი თვეა ვერ მოახერხა. ბასკი სპეციალისტი მას ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევს.

ერნესტო ვალვერდეს უფრო ღრმა სათადარიგო სკამის ხილვა სურს. ვილიანი ამ მხრივ იდეალური კანდიდატურაა. „ჩელსი“ წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს და „ბარსაც“ ბრაზილიელს განაცხადში უპრობლემოდ შეიყვანს.

უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი. ვალვერდეს ზაფხულში ვილიანის შეძენა სურდა. მას მალკომი არ მოუთხოვია, თუმცა კლუბმა მწვრთნელის პოზიცია არ გაიზიარა. ასევე მოხდა პაულინიოს შემთხვევაშიც, როდესაც ვალვერდეს კვლავ არ მოუსმინეს და ბრაზილიელი უკან ჩინეთში დააბრუნეს. საბოლოოდ კლუბმა ვიდალი შეიძინა, რომლის მოყვანაც მწვრთნელის შეკვეთილი ასევე არ ყოფილა.

ვნახოთ რა მოხდება ამჯერად და მოუსმენს თუ არა კლუბი მწვრთნელს.

როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები