Aa
Aa

კაპიტნისთვის შეუფერებელი! რამოსის ამაზრზენი ქმედება - დაჩაგრული ახალგაზრდა თანაგუნდელი

მადრიდის „რეალში“, რომ არაჯანსაღი სიტუაცია არის ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

კლუბს ზედიზედ 5 შეხვედრა არ მოუგია და თამაშის ხარისხიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ასეთი მდგომარეობა მოთამაშეთა ფსიქიკაზეც ისახება. ამ ყველაფერს მწვრთნელის შესაძლო გათავისუფლებაც ემატება და პლუს ამას 1 კვირაში „ელ კლასიკოა“.

დღევანდელ ვარჯიშზე გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ნერვები ვერ მოთოკა და როგორც ესპანური პრესა წერს ამაზრზენად იმოქმედა.

სერხიო რეგილონი მადრიდელთა ახალგაზრდა მარცხენა მცველია. ვარჯიშის დროს ის რამოსს უხეშად ეთამაშა, თუმცა საბოლოოდ არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, რამოსმა მას ბურთი მთელი ძალით გაარტყა.

ინციდენტი ამით არ დასრულებულა. მეორე ეპიზოდში რამოსმა რეგილონს ბურთი ამჯერად ახლოდან გაარტყა.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ გამეტებით იქნევს ფეხს რამოსი.

საბოლოოდ სიტუაცია ლუკა მოდრიჩმა დააწყნარა და კაპიტანს ნერვების მოთოკვისკენ მოუწოდა.

ესპანურმა პრესამ სერხიო რამოსი მკაცრად გააკრიტიკა და ამ ყველაფერს გუნდში არსებული სიტუაციის ზუსტი სურათი უწოდა.

მსგავსი სიახლეები