პატარა დინამოელთა ვერცხლის მედლები და საუკეთესო მიხეილ საჯაია
Aa
Aa

პატარა დინამოელთა ვერცხლის მედლები და საუკეთესო მიხეილ საჯაია

ვილნიუსში 12-წლამდე ფეხბურთელთა შორის ატეიტის თასის გათამაშება დასრულდა. საერთაშორისო ტურნირის ფინალში გასვლა თბილისის ''დინამომ'' მოახერხა. გათამაშებაში 36 გუნდი მონაწილეობდა.

თბილისის ''დინამოს'' აკადემიის გუნდი, რომელსაც კახა გოგოლაძე წვრთნის, ფინალში კიევის ''დინამოს'' შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

იხილეთ ფინალური მატჩის სრული ჩანაწერი

შეგახსენებთ, ''დინამომ'' პირველ ეტაპზე ინგლისური ''ბათი'' 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ლატვიურ ''ალბერთს'' 2:1 მოუგო. ''დინამოს'' აკადემიის მოთამაშეებმა ფინურ ჰიკ-ს ერთი უპასუხო გოლი გაუტანეს, ლატვიურ ''დინამოსთან'' დაპირისპირება კი უგოლოდ დასრულდა. ნახევარფინალში ''დინამომ'' ნორვეგიული ''ოსლო'' 3:0 დაამარცხა.

ტურნირის ორგანიზატორებმა გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველად მიხეილ საჯაია აღიარეს

''დინამოს'' სრული შემადგენლობა ლიტვაში გამართულ ტურნირზე

 

ფოტო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები