დრაქსლერი გერმანიას აფრთხილებს: "მბაპეს 300 ცხენის ძალა აქვს"!
დღეს ერთა ლიგის მორიგი მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს საფრანგეთისა და გერმანიის დაპირისპირება იწვევს. „ბუნდესნაკრები“ წინა შეხვედრაში „ჰოლანდიასთან“ 3-0 განადგურდა და თუ ამ ტურნირზე რაიმე ამბიციები აქვს ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს.
სამომავლო დაპირისპირების შესახებ გერმანიის და „პსჟ“-ს შემტევმა, იულიან დრაქსლერმა, ისაუბრა. T-online-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დიდი ყურადღება მბაპეს დაუთმო და მისი შეჩერების აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

„თუ მბაპეს ასაჩქარებლად სივრცე მიეცი, მისი დაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 300 ცხენის ძალა აქვს. სისწრაფესთან ერთად კილიანი შეტევების დაგვირგვინების გასაოცარი ნიჭით გამოირჩევა. ჩვენ მბაპეს კოზირების გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ და ამისთვის კოლექტიური მუშაობა და აქტიური დაცვაა საჭირო“.