ანჩელოტი: "მბაპეს მოძრაობებში ზედმეტი არაფერია, მას ხიფათის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია"
კილიან მბაპე საოცარ ფორმაში იმყოფება. 19 წლის ვარსკლავმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და საფრანგეთის ჩემპიონატში 8, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლის გატანა მოახერხა.
მბაპეს უნიკალურობის და პოტენციალის შესახებ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა კილიანს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და მის მიმართ აღტაცება კიდევ ერთხელ გამოხატა.

„კილიან მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ძალიან სწრაფია, თუმცა მსგავსი მახასიათებლით ბევრი მოთამაშე გამოირჩევა. განსხვავება ისაა, რომ მბაპეს შეუძლია ერთდროულად სწრაფი და შედეგიანი იყოს“.
„მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებს და მოედნის რა ნაწილში იმყოფება, იგი ეფექტურობით სხვებზე მუდამ ერთი თავით მაღლა დგას. კილიანის მოძრაობებში ზედმეტი არაფერია. იგი საოცარი მოთამაშეა, რომელსაც ხიფათის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“.
მბაპე ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში იგი სუპერვარსკლავად მოგვევლინება“.