Aa
Aa

"უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერობა, რომელიც თამაშის დაწყებამდე ტუალეტში 20-ჯერ მაინც შედის"

არგენტინელი ლეგენდა, დიეგო მარადონა ლიონელ მესის შესახებ ხშირად საუბრობს. მან რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მესის გარეშე არგენტინის ნაკრებს არაფერი შეუძლია, გუშინ კი „ალბისელესტეს“ ვარსკვლავს ლიდერის თვისებები დაუწუნა.

დიეგო მიიჩნევს, რომ მესი მოედანზე ლიდერი არაა და ფეხბურთის ღმერთად ის არც უნდა მოვიაზროთ.

„ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ლიდერი არაა. უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გამოცხადება, რომელიც თამაშის დაწყებამდე ტუალეტში 20-ჯერ მაინც შედის. მისი ფეხბურთის ღმერთად დასახელებაც სრულიად უადგილოა.

სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად ამ პერიოდში მას ნაკრებში არ გამოვიძახებდი. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ მესის წნეხი ავარიდოთ“. - აცხადებს მარადონა.

მარადონას აღნიშნულ განცხადებას მესის გარემოცვა გამოეხმაურა და დიეგო გააკრიტიკა. 31 წლის ვარსკვლავის ოჯახი თვლის, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის კომენტარი აბსოლუტურად უადგილო და არაეთიკურია.

შეგახსენებთ, რომ მესიმ 2018 წელს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და ჯერჯერობით უცნობია, ეროვნულ გუნდში როდის დაბრუნდება.

„ალბისელესტე“ ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც ხვალ ბრაზილიის მთავარ გუნდს ამხანაგურად შეხვდება.

დავამატოთ ისიც, რომ 2019 წელს ბრაზილიაში „კოპა ამერიკა“ უნდა გაიმართოს და, შესაძლოა, მესი ნაკრებში სწორედ ამ ტურნირისთვის დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები