აღიარება ესტონეთში - 22 წლის ქართველი თვის საუკეთესო გოლის ავტორია
Aa
Aa

აღიარება ესტონეთში - 22 წლის ქართველი თვის საუკეთესო გოლის ავტორია

ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო გოლი დასახელდა. გოლის ავტორია 22 წლის ქართველი შემტევი გეგი კეკუა.

27-ე ტურში ''ვაპრუსმა'' შინ 3:1 დაამარცხა ''კურესაარე.'' ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

კეკუამ პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს გოლი პრემიუმ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სექტემბრის თვეში საუკეთესოდ მიიჩნია.

 

გეგი კეკუა 2015-18 წლებში ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი იყო. მიმდინარე წელს ესტონურ კლუბში ჩაირიცხა. კეკუამ ''ვაპრუსის'' მაისურით 13 მატჩში 3 გოლი შეაგდო. 10-გუნდიან ჩემპიონატში ''ვაპრუსი'' 13 ქულით ბოლო ადგილზეა. ''ვაპრუსი'' ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები