საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეიკრიბა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 15 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა.
ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები საწვრთნელ პროცესში დღეიდან ჩაერთვებიან.
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებენ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრავმის გამო გუნდს გიორგი ქვილითაიაც ვერ დაეხმარება.
ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.