გველესიანმა პენალტი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა
ირანის 2018-19 წლების სეზონის საფეხბურთო თასის გათამაშების, ''ჰაფზი ქაფის'' მერვედფინალში ისპაანის ''სეპაჰანი'' ''ნასაჯის'' შეხვდა. ''ნასაჯის'' მაისურით სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა.
27 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა პენალტების სერიაში მონაწილეობა მიიღო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. თანაგუნდელთაგან პირველი პენალტი გველესიანმა დაარტყა.
''სეპაჰანმა'' პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა. გველესიანის გუნდი თასის გათამაშებას დაემშვიდობა.
გველესიანის ზუსტად შესრულებული პენალტი
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ადგილობრივი მედია ქართველის თამაშს დადებითად აფასებს. გველესიანი ტურის სიმბოლურ გუნდში ხშირად ხვდება და კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.
მიმდინარე სეზონში გველესიანმა მეორე პენალტი გაიტანა. ირანის ჩემპიონატის მე-6 ტურში გველესიანმა პენალტი მეორე ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე ირანის ჩემპიონ ''პერსეპოლისს'' გაუტანა.
ამ თემაზე იხილეთ:
გველესიანის შესანიშნავი დასაწყისი - გოლი ჩემპიონის კარში
შედეგიანი ქართველი მცველი აზიაში - გველესიანის გოლი სავსე ტრიბუნების ფონზე
ფოტო გასული სეზონიდან: გიორგი გველესიანი ''ზობ აჰანის'' მაისურით

ჯიღაურის გუნდის მეხუთე გამარჯვება
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში ''გრენობლიმ'' შინ 1:0 დაამარცხა ''კლერმონი.'' ჯაბა ჯიღაური ტრავმის შემდეგ ''გრენობლის'' სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა. მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
10 მატჩიდან ჯიღაურის გუნდმა 5 მოიგო. 20-გუნდიან ლიგა 2-ში ''გრენობლი'' 17 ქულით მე-6 ადგილზეა. ასევე 17 ქულაა მეხუთეადგილოსან ''ნიორის'' ანგარიშზე.

ებრალიძე მოედანს მიღმა
პორტუგალიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ''სანტა კლარამ'' შინ 1:0 დაამარცხა ''შავეში,'' რომლის მთავარი მწვრთნელი ავთო ებრალიძეს აღარ ენდობა. 27 წლის ქართველ გარემარბს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ებრალიძემ ''შავეშის'' სასტარტო შემადგენლობაში უკანასკნელად 31 აგვისტოს ითამაშა. მას შემდეგ მისმა გუნდმა პორტუგალიის ლიგის თასსა და ჩემპიონატში 4 მატჩი გამართა. გასულ სამ შეხვედრაში ებრალიძე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ''სანტა კლარასთან'' კი არ უთამაშია.
18-გუნდიან ლიგაში ''შავეში'' 7 ქულით მე-11 ადგილზეა.
