გველესიანის შესანიშნავი დასაწყისი - გოლი ჩემპიონის კარში
Aa
Aa

გველესიანის შესანიშნავი დასაწყისი - გოლი ჩემპიონის კარში

ირანის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ''პერსეპოლისმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა მაზანდარანის ''ნასაჯი.''

მატჩის საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე ''ნასაჯის'' ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა დააფიქსირა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა პენალტის ნიშნულიდან გაუტანა ირანის ჩემპიონს.

აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთიდან ''ნასაჯი'' რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით თამაშობდა. ''პერსეპოლისმა'' გოლები 50-ე და 71-ე წუთებზე გაიტანა.

გველესიანის გოლი

 

თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მოთამაშე ''ნასაჯის'' შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩაირიცხა. ქალაქ მაზანდარანის კლუბის მაისურით მეორე მატჩი ჩაატარა.

გველესიანის დებიუტი ''ნასაჯის'' მაისურით ''მესჯედე სოლეიმანის'' წინააღმდეგ შედგა. გველესიანის თამაშს ადგილობრივ მედიაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ირანულმა გამოცემებმა და სატელევიზიო სპორტულმა გადაცემებმა ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

6 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში ''ნასაჯი'' 5 ქულით მე-13 ადგილზეა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიორგი გველესიანი ასევე ირანული კლუბის, ''ზობ აჰანის'' ღირსებას იცავდა. კლუბთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა.

გასული სეზონის აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ''ზობ აჰანმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ესტეღლალი.'' ირანული გუნდების დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე  გიორგი გველესიანმა გაიტანა. პენალტი გველესიანის თავით თამაშს მოყვა, როცა ''ესტეღლალის'' ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა შანსი გამოიყენა.

ასე რომ ქართველი ფეხბურთელისთვის დამატებულ წუთზე გოლის გატანა პირველი შემთხვევა არაა.

მატჩის კულმინაცია - გველესიანის გამარჯვების გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები