მატჩის კულმინაცია - გველესიანის გამარჯვების გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ''ზობ აჰანმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ესტეღლალი.'' ირანული გუნდების დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი გველესიანმა გაიტანა. პენალტი გველესიანის თავით თამაშს მოყვა, როცა ''ესტეღლალის'' ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა შანსი გამოიყენა.
სარეიტინგო ვებგვერდ sofascore-ს ვერსიით ''ზობ აჰანის'' მხრიდან საუკეთესო გველესიანი იყო. მას 7,2 ქულა დაუწერეს. 27 წლის ფეხბურთელი 2017 წლის აგვისტოდან ირანულ გუნდში ასპარეზობს. გველესიანმა ''ზობ აჰანის'' მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო. ყველა ტურნირის ჩათვლით ფეხბურთელმა ისპაანური გუნდისთვის 28 შეხვედრა ჩაატარა.
საპასუხო შეხვედრა ''ზობ აჰანსა'' და ''ესტეღლალს'' შორის თეირანში 15 მაისს გაიმართება.
FULL-TIME | Zobahan FC (IRN) 1-0 Esteghlal FC (IRN)
— AFC Champions League (@TheAFCCL) May 8, 2018
The away side’s unbeaten streak of 15 games in all competitions comes to an end in dramatic fashion! Both of Esteghlal’s last two defeats have come against their local rivals Zobahan!#ACL2018 #ZBHvETL pic.twitter.com/xSn21plNep