შედეგიანი ქართველი მცველი აზიაში - გველესიანის გოლი სავსე ტრიბუნების ფონზე
Aa
Aa

შედეგიანი ქართველი მცველი აზიაში - გველესიანის გოლი სავსე ტრიბუნების ფონზე

ირანის საფეხბურთო ჩემპიონატში მაზანდარანის ''ნასაჯისა'' და ''საიპას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''ნასაჯის'' ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და თავური დარტყმით მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეაგდო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ''საიპა'' 51-ე წუთზე დაწინაურდა. 75-ე წუთზე სტანდარტული ვითარებისას გველესიანმა მეტოქის საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ირანის ჩემპიონატის შეხვედრებს საკმაოდ ბევრი ქომაგი ესწრება. აღნიშნულ მატჩში შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო.

გველესიანის  გოლი

თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მოთამაშე ''ნასაჯის'' შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩაირიცხა. ქალაქ მაზანდარანის კლუბის მაისურით მეოთზე მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 მატჩში გატანილი 2 გოლია. გველესიანმა მოედანზე 360 წუთი გაატარა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''ნასაჯი'' 7 ქულით მე-13 ადგილზეა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში 27 წლის გიორგი გველესიანი ასევე ირანული კლუბის, ''ზობ აჰანის'' ღირსებას იცავდა. კლუბთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები