ყენია სევილიაში - ქართველი ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე
უეფას ევროპა ლიგის F ჯგუფის მეორე ტურში სევილიური ''ბეტისი'' საკუთარ მოედანზე, ''ვილამარინზე'' ლუქსემბურგულ ''დუდელანჟს'' უმასპინძლებს.
ესპანეთში ''დუდელანჟს'' ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია გაყვა. ''შალკეს'' ყოფილმა მოთამაშემ პირველ ტურში ''მილანთან'' შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
ლევანია ყენია ''ვილამარინზე'' მატჩისწინა ვარჯიშზე

ლევან ყენია მოედანს 23 სექტემბერს დაუბრუნდა. ლუქსემბურგის თასის გათამაშების მეორე რაუნდში ''დუდელანჟმა'' 7:1 გაანადგურა ''კელენი.'' ყენია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
ყენიამ ლუქსემბურგის ჩემპიონატის გასულ ტურშიც ითამაშა. მე-7 ტურში ყენიას გუნდმა 6:1 დაამარცხა ''პეტანჟე.'' 27 წლის ქართველი ნახევარმცველი 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

პირველ ტურში ''დუდელანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა ''მილანთან,'' ხოლო პირეოსის ''ოლიმპიაკოსისა'' და ''ბეტის'' შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ლევან ყენიას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არასდროს უთამაშია, თუმცა ''შალკესა'' და პრაღის ''სლავიას'' მაისურით ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ფლეი ოფში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.
''ბეტისისა'' და ''დუდელანჟის'' დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.