ლაშა დვალის წარუმატებელი დარტყმა - მარცხი პენალტების სერიაში
Aa
Aa

ლაშა დვალის წარუმატებელი დარტყმა - მარცხი პენალტების სერიაში

პოლონეთის საფეხბურთო თასის გათამაშების 1/32 ფინალურ ეტაპზე ლაშა დვალის ''პოგონი'' სტუმრად ''კატოვიცეს'' შეხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში ''კატოვიცემ'' 4:3 გაიმარჯვა.

ორივე გუნდმა ხუთი პენალტი შეასრულა. ''პოგონის'' ფეხბურთელებმა ორი შანსი ვერ გამოიყენეს. მათ შორის იყო ლაშა დვალი, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია.

 

''კატოვიცე'' პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, ხოლო ''პოგონი'' ელიტარულ ჩემპიონატში მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები