„კრიშტიანუ? ნამდვილი ფენომენი რონალდო იყო...ამის ახსნა საკუთარი შვილისთვისაც მიწევს
Aa
Aa

„კრიშტიანუ? ნამდვილი ფენომენი რონალდო იყო...ამის ახსნა საკუთარი შვილისთვისაც მიწევს"

ვეტერანმა ფრანგმა გოლკიპერმა სებასტიან ფრეიმ, რომელიც 15 წლის განმავლობაში სერია ა-ში ასპარეზობდა Corriere dello Sport-თან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუ და „ფენომენი“
(ბრაზილიელი რონალდო) შეადარა.

ფრეის თქმით, ერთადერთი და ნამდვილი რონალდო სწორედ ბრაზილიელი „ფენომენი“ გახლავთ.

„კრიშტიანუ? ნამდვილი ფენომენი რონალდო იყო, თუმცა დღეს ბავშვებმა არ იციან ვინ იყო რონალდო. ამის ახსნა საკუთარი შვილისთვისაც მიწევს.

1998 წელს „ინტერს“ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა. „ფენომენი“ ამ თაობის ნამდვილი სახე იყო.

ის ყველაზე მაღლა იდგა და მას არავინ ჰგავდა. კრიშტიანუ დღეს საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, თუმცა რონალდო მასზე ერთი ნაბიჯით მაღლა იმყოფებოდა“.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფრეი „ინტერის“ ღირსებას რონალდოსთან ერთად 1998-2001 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები