პაპუნაშვილის ბრწყინვალე გოლი სამეფო თასზე - ''სარაგოსამ'' ''დეპორტივო'' დაამარცხა
Aa
Aa

პაპუნაშვილის ბრწყინვალე გოლი სამეფო თასზე - ''სარაგოსამ'' ''დეპორტივო'' დაამარცხა

ესპანეთის სამეფო თასი 1/64 ფინალური ეტაპზე ''სარაგოსასა'' და ''დეპორტივოს'' შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ''სარაგოსას'' ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. საბოლოოდ მატჩი ''ლა რომარედაზე''  ''სარაგოსას'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ''დეპორტივო'' სამეფო თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ''სარაგოსას'' მაისურით სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

 

სასტარტოში მოთამაშე ქართველი შემტევი 71-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა მონაწილეობა ლა ლიგის ორ მატჩში მიიღო და საერთო ჯამში მოედანზე 30 წუთი გაატარა, თავი არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები