ტევესი რონალდუზე:
Aa
Aa

ტევესი რონალდუზე: "დილის 9 საათზე დანიშნულ ვარჯიშზე 6 საათზე მივედი, მაგრამ ის უკვე იქ იყო"

ვეტერანმა არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა Goal-თან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე ისაუბრა.

ტევესი იმ მცირერიცხოვან მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომელთაც წილად პრივილეგია ხვდათ და მესისა და რონალდუს მხარდამხარ ითამაშეს.

„კრიშტიანუ ვარჯიშის შემდეგ მოედანზე ყოველთვის რჩებოდა და დამატებით თავისით ვარჯიშობდა. ის შეპყრობილია, რომ საუკეთესო იყოს. ბაზაზე ყოველთვის ყველაზე ადრე მოდიოდა.

როდესაც ვარჯიში დილის 9 საათზე იყო დანიშნული, მე 8-ზე მივდიოდი, თუმცა რონალდუ უკვე იქ მხვდებოდა. ერთხელაც, რვის ნახევარზე მივედი, მაგრამ ის ამ შემთხვევაშიც იქ დამხვდა.

ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ უნდა მეჯობნა ამ ბიჭისთვის და ერთხელაც გადავწყვიტე საწვრთნელ ბაზაზე დილის 6 საათზე გამოვცხადებულიყავი. როდესაც იქ მივედი კრიშტიანუ ამჯერადაც იქ დამხვდა! მას ნახევრად ეძინა, თუმცა მაინც იქ იყო.

რაც შეეხება მესის, მე ის სპორტდარბაზში არასდროს მინახავს. არასდროს მინახავს, რომ ის მარტო ვარჯიშობდა ბურთის გაჩერებაზე, ან რამე მსგავსი.

მას ეს არ სჭირდება. ლეოს ყველაფერი ბუნებრივად აქვს. ერთადერთი რაზეც ის ვარჯიშობდა ეს პენალტები იყო. თავდაპირველად მესი თერთმეტმეტრიანებს არ ასრულებდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და ის ყველა დარტყმას ასრულებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები