ჟორჟ ვეამ პრეზიდენტის რანგში ამხანაგურ მატჩში 51 წლის ასაკში ითამაშა...
Aa
Aa

ჟორჟ ვეამ პრეზიდენტის რანგში ამხანაგურ მატჩში 51 წლის ასაკში ითამაშა...

ოქროს ბურთის მფლობელმა პირველმა აფრიკელმა ფეხბურთელმა და ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტმა, ჟორჟ ვეამ 51 წლის ასაკში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიბერიის ნაკრების 14 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც მის საპატივცემულოდ ხმარებიდან ამოღებულია.

ქვეყნის პრეზიდენტმა ნიგერიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კაპიტნის სამკლაურით 79 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მინდორი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.

ნიგერიელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდნენ და ლიბერიას მისსავე მოედანზე 2:1 მოუგეს.

ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად წელს აირჩიეს და პირველი პირის მოვალეობას 22 იანვრიდან ასრულებს. მან პოსტი ელენ ჯონსონ სირლეაფისგან გადაიბარა, რომელიც აფრიკულ ქვეყნებს შორის, პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები