''დილის 4 საათზე მათ კარებზე ვაკაკუნებდი'' - გასქოინის მილიონი ქველმოქმედებაში
Aa
Aa

''დილის 4 საათზე მათ კარებზე ვაკაკუნებდი'' - გასქოინის მილიონი ქველმოქმედებაში

ბრიტანული Sun-ი ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, პოლ გასქოინის კომენტარს ავრცელებს, რომლის მიხედვით ცნობილმა მოთამაშემ პირველად გამოაშკარავა ცნობა იმის შესახებ, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქველმოქმედებაში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

პოლ გასქოინის თქმით თანამედროვე ფეხბურთში ფული ფეხბურთელის მოტივაციას ამცირებს.

''18 წლის ასაკში კვირაში ხელფასის სახით 25 000 ფუნტ სტერლინგს ვიღებდი. დღეს ვხედავ 18 წლის ფეხბურთელებს, რომლებიც ორჯერ მეტს, 50 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებენ, მაგრამ ვინ დარდობს მათზე კარგად ითამაშებენ თუ ცუდად?

ჩემს დროსაც იყო ფული, მაგრამ მე 10 წლის მანძილზე ქველმოქმედებისთვის 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გავეცი, რაც არასდროს თქმულა.

დილით, 4 საათზე ხალხის კარებზე ვაკაკუნებდი და მათ ''დისნეის'' დასათვალიერებლად 10 000 ფუნტ სტერლინგს ვაძლევდი.''

პოლ გასქოინი და გარი ლინეკერი

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა პოლ გასქოინის შესახებ განაცხადა, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ინგლისელთა შორის გასქოინი ერთადერთი უმაღლესი დონი ფეხბურთელი იყო.

''საუთგეიტი მართალი იყო. შეცდა? მე ვიყავი საუკეთესო. იყო და იქნება ერთი ბრაიან რობსონი. ვერასდროს ვნახავთ სხვა პელეს და სხვა პოლ გასქოინს.

არ ვფიქრობ, რომ შემდეგ 20 წელიწადში ვნახავთ სხვას, ვინც ჩემს მსგავსად უმაღლეს დონეზე ითამაშებს. საუბედუროდ ასეა.

ვიცი რამდენად კარგი ვიყავი. როცა ბურთი ჩემთან იყო, პრობლემა არ არსებობდა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები