დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს
Aa
Aa

დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს

დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს. ლეგენდარული არგენტინელი მოლაპარაკებებს მექსიკის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ "დორადოსთან" აწარმოებს, რომელიც ექვსი ტურის შემდეგ მეცამეტე ადგილს იკავებს.

მარადონა 2010 წელს არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე ალბისელეტე მუნდიალს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

საკლუბო დონეზე კი დიეგო კატარის, "ალ ვასლისა" და "ალ ფუჯაირას" წვრთნიდა, თუმცა წარმატებისთვის არც იქ მიუღწევია.

ამ ეტაპზე მარადონა ბელორუსის საფეხბურთო კლუბ "ბრესტის" საპატიო პრეზიდენტია, თუმცა თუ "აცტეკებთან" შეთანხმებას მიაღწევს, მზად არის ეს პოსტი დატოვოს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები