ეროვნული ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა
Aa
Aa

ეროვნული ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა.

ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე, ნაკრებმა 4 სექტემბერს თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.

ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა .

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული "გრენობლის" ფეხბურთელი საკლუბო მატჩის გამო ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება ასტანაში 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები