Aa
Aa

ქვილითაიას მორიგი გოლი - ქართველი ''გენტს'' ბრწყინვალედ შეეწყო

ბელგიის ჩემპიონატში ''სერკლ ბრიუგე'' შინ 0:3 დამარცხდა ''გენტთან.'' გამარჯვებულთა მაისურით გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს. ჩაკვეტაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა, ქვილითაია კი 85-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და პირველ დამატებულ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ''გენტის'' ხორვატი მეკარის, ლოვრე კალინიჩის შორეული გადაცემის შემდეგ ქვილითაია დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და შანსი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ ''გენტის'' მაისურით ბელგიის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა.

6 ტურის შემდეგ ''გენტი'' 13 ქულით მე-4 ადგილზეა. ასევე 13 ქულაა მესამეადგილოსან ბრიუსელის ''ანდერლეხტის'' ანგარიშზე. ''ბრიუგე'' 16 ქულით პირველ პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. საქართველო ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთს შეხვდება, შემდეგ კი ლატვიას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები