ტომაშ რეპკა დააპატიმრეს
უცხოური მედიის ინფორმაციით "ვესტ ჰემის" ყოფილი ჩეხი მცველი ტომაშ რეპკა, ციხეში 6 თვით ჩასვეს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფეხბურთელმა ინტერნეტში რეკლამა დადო, სადაც დაწერა, რომ მისი ყოფილი ცოლი მეძავი იყო და კლიენტებს ფულის სანაცვლოდ მოემსახურებოდა.
მისი ყოფილი მეუღლეს ვლადკა ერბოვას თქმით,მან საშინელი დღეები გამოიარა და დიდი სტრესი მიიღო, რის შემდეგაც ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო.
ვეტერანი ჩეხი ფეხბურთელი"ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და ლონდონელებმა მის სანაცვლოდ "ფიორენტინას" 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ამ ორი გუნდის გარდა, რეპკას ასევე პრაღის "სპარტაში" და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.
