''ინტერი'' სენსაციურ ტრანსფერს გეგმავს - ლეო მესი სერია ა-ში?
მილანის ''ინტერი'' სენსაციურ ტრანსფერს გეგმავს. შესაძლოა ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი იტალიურ გუნდში გადაბარგდეს.
ინტერის სპონსორ Pirelli-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკო ტრონჩეტის განაცხადებით, ლიონელ მესისთან შეთანხმემის დიდი სურვილი აქვს: ''როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მესის ტრანსფერზე?''
ამ ეტაპზე მილანურ კლუბს ''ბარსელონასთვის'' ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
ლა ლიგაში მესისა და რონალდუს დაპირისპირების 9-წლიანი პერიოდი დასრულდა, თუმცა ''ტუტოსპორტის'' ინფორმაციით შესაძლოა მესიმ რონალდუს მსგავსად სერია ა-ს მიაშუროს. შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ''რეალიდან'' რონალდუ ტურინის ''იუვენტუსში'' 88 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

31 წლის ლიონელ მესი ''ლა მასიას'' აღზრდილია. განვლილი საფეხბურთო კარიერა მხოლოდ ერთი კლუბის, ''ბარსელონას'' შემადგენლობაში გაატარა. არგენტინელმა კატალონიურ გუნდში 637 მატჩში 552 გოლი შეაგდო.
გასულ სეზონში ''ინტერმა'' სერია ა-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლეო მესის დამატების შემთხვევაში იტალიური გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება.
თუ რონალდუსა და მესის დაპირისპირება სერია ა-ში გადაინაცვლებს, იტალიის ჩემპიონატი გაცილებით საინტერესო გახდება და მისდამი ინტერესი გაიზრდება.
2017 წლის ზაფხულში ''ბარსელონამ'' ნეიმარი სარეკორდო თანხად პსჟ-ში გაყიდა. აქედან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი დათმონ.

ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. "ალიანც სთედიუმზე" გამართული პრესკონფერენციისას, პორტუგალიელმა „ვეკია სინიორაზე“, ახალ გამოწვევებსა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.
„საღამო მშვიდობისა. ჩემი აზრით, "იუვე" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ გადმოსვლა მისმა სიძლიერემ გადამაწყვეტინა. ტურინში ჩამოსვლაზე დიდხანს ვფიქრობდი, ჩემი მეგობრები და კოლეგები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარიერა სწორედ ასეთ კლუბში უნდა დამესრულებინა. გადაწყვეტილების მიღება გუნდის სიდიადემ გამიადვილა. "იუვე" იტალიის საუკეთესო გუნდია, რომელსაც საინტერესო პერსონალი და მთავარი მწვრთნელი ჰყავს"
მირჩევნია, საკუთარ თავზე მოცემული მომენტიდან გამომდინარე ვისაუბრო, აწმყო კი ასეთია: ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. გამოწვევებთან გამკლავება ყოველთვის მსიამოვნებდა, "სპორტინგიდან" "მანჩესტერში", შემდეგ "რეალში" და ბოლოს "იუვენტუსში" წავედი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ საოცნებო კარიერა მქონდა. ასეთი წარმატების შესახებ ფეხბურთის თამაშის დაწყებისას ვერც ვიოცნებებდი.