არგენტინაში ფეხბურთელს ყელი გამოჭრეს - დაპირისპირება ბუენოს-აირესში
Aa
Aa

არგენტინაში ფეხბურთელს ყელი გამოჭრეს - დაპირისპირება ბუენოს-აირესში

არგენტინაში საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა. 25 წლის არგენტინელ მეკარე ფაკუნდო ესპინდოლას ყელი გამოჭრეს და სპორტსმენი ადგილზე გარდაიცვალა. ესპინდოლა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ბარს ტოვებდა, როცა მას ორმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა. მათ შორის ''სან ტელმოს'' ფეხბურთელი ნაუელ ოვიედო იყო.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩხუბი ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 30 წუთზე დაიწყო. ხელჩართული ჩხუბისას მეკარე დაჭრეს, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა პირმა დანა ესპინდოლას ყელში რამდენჯერმე დაარტყა და მოთამაშე ადგილზე გარდაიცვალა.

ოვიედო თანამზრახველთან ერთად სამართალდამცავებმა დააკავეს.  ესპანურ გამოცემა marca-ს ცნობით დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

გარდაცვლილი ესპინდოლა ''რივერ პლეიტისა'' და ''ლანუსის'' აღზრდილია. მოთამაშემ უკანასკნელი სამი წელი ''ალმაგროში'' გაატარა და არგენტინის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები