''გამარჯობა'' - ნავალოვსკი მინსკის ''დინამოს'' ფეხბურთელია
Aa
Aa

''გამარჯობა'' - ნავალოვსკი მინსკის ''დინამოს'' ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას მინსკის ''დინამოში'' გააგრძელებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. გამარჯობა ! - ასე მიესალმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველი მოთამაშის კლუბში ჩარიცხვას.

გასული სეზონი გიორგი ნავალოვსკიმ რუსეთის პრემიერლიგის ''სკა-ხაბაროვსკში'' გაატარა. გამოცდილმა მცველმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კლუბი პრემიერლიგიდან გავარდა, ნავალოვსკი კი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა.

მინსკის ''დინამოს'' ახალწვეული 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბელარუსული კლუბი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ ''დუნაისკა სტრედას'' შეხვდება. პირველი მატჩი 26 ივლისს სლოვაკეთში გაიმართება.

გიორგი ნავალოვსკის საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საბერძნეთის ჩემპიონატებში უთამაშია.

2008 წლიდან მოყოლებული ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები