ჩაკვეტაძის ბრწყინვალე საგოლე პასი - გამარჯვება ჰოლანდიურ კლუბთან
Aa
Aa

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე საგოლე პასი - გამარჯვება ჰოლანდიურ კლუბთან

ბელგიურმა ''გენტმა'' ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიური ''ცვოლე'' მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი საგოლე გადაცემით იუია კუბომ გაიტანა.

''გენტის'' მაისურით 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მის ქართველ თანაგუნდელებს, გიორგი ბერიძესა და ახალწვეულ გიორგი ქვილითაიას არ უასპარეზიათ.

ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა

 

გიორგი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა

გიორგი ბერიძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თადარიგში იყო, ქვილითაიამ კი მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ბელგიურ ''გენტში'' გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით შეთანხმება ოთხწლიანია.

''გენტი'' ამბიციური კლუბია. მე ამბიციური პიროვნება ვარ. იმედი მაქვს გუნდს გავაძლიერებ. გუნდში ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე ირიცხებიან, რომლებიც ადაპტაციის პროცესს გამიადვილებენ'' - აღნიშნა ქვილითაიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები