დირკ ნოვიცკის სამიზნე სტივ ნეშია
პირველ მეოთხედში სამქულიანის გამოყენების შემდეგ, "დალასის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ კარიერაში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით გაუსწრო ჯეისონ რიჩარდსონს და მე-16 ადგილზე გადავიდა ყველა დროის საუკეთესო სნაიპერებს შორის.
ამჟამად, გერმანელი კალათბურთელის აქტივში 1609 ზუსტი სამქულიანია, რაც 76-ით ნაკლებია მე-15 ადგილზე მყოფ სტივ ნეშზე.
შეგახსენებთ, რომ ამ სტატისტიკურ კატეგორიაში რეკორდსმენია რეი ალენი, რომლის ანგარიშზეა 2973 სამქულიანი.