Marca: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს
Aa
Aa

Marca: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია, თუმცა Marca-ს ინფორმაციით მალე ამ ადგილს ლუის ენრიკე დაიკავებს.

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსებულ სიაში დაწინაურდა და მის კანდიდატურას ამ ეტაპზე უპირველესად მიიჩნევენ.

როგორც ცნობილია ფერნანდო იერომ თანამდებობდა უკვე დატოვა.

ესპანური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის რეკომენდაციით ნაკრების თავკაცი ლუის ენრიკე გახდება.

ასტურიელი სპეციალისტი ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ესპანეთის ნაკრებში ევრო 2020-ის ჩათვლით იმუშავებს. ამის შემდეგ, შედეგების მიხედვით ფედერაცია გადაწყვეტს გაუხანგრძლივოს თუ არა მას ხელშეკრულება.

შეგახსენებთ, რომ ენრიკეს 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ არსად უმუშავია. ის „ბარსას“ 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „ბლაუგრანამ“ ლა ლიგა ორჯერ მოიგო, 2015 წელს კი ჩემპიონთა ლიგის მფლობელიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები