''დინამო'' გაძლიერებას განაგრძობს - 29 წლის მეკარე თბილისურ კლუბში
Aa
Aa

''დინამო'' გაძლიერებას განაგრძობს - 29 წლის მეკარე თბილისურ კლუბში

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში 29 წლის მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი ჩაირიცხა. თბილისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მოლდოველმა ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის ''შერიფის,'' ასტრახანის ''ვოლგარის,'' ბელგოროდის ''სალიუტის,'' მოსკოვის ''ტორპედოსა'' და ''აფიპსის'' ღირსებას იცავდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში კი ფოთის ''კოლხეთში'' ასპარეზობდა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე კარიერას თბილისის ''დინამოში'' გააგრძელებს. 29 წლის თავდამსხმელმა ხელშეკრულება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან მიმდინარე წლის დეკემბრამდე გააფორმა. 

მათე ვაწაძე 2005-10 წლებში თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდში გამოდიოდა, რომლის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის 68 მატჩში 32 გოლი შეაგდო.

გამოცდილ ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგასა და დანიის სუპერლიგაში უთამაშია. მათე ''ვოლგას,'' ''ორჰუსის,'' ვიბორგისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა. საქართველოს ჩემპიონატში ''დინამოს'' გარდა გორის ''დილასა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა.

მთავარი ფოტო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები