Aa Aa
6 ივლისი 2018  |  12:52

სიახლე ჩემპიონთა ლიგაზე - მეოთხე ცვლილება დამატებით დროში

imgbanner

უეფას განცხადებით გუნდებს, რომლებიც 2018-19 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ დამატებულ დროში მეოთხე ცვლილების გაკეთების საშუალება მიეცემათ.

ფიფას მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი წესის წარმატებით იმპლემენტაციის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ წესები შეცვალა და ახალი რეგულაციები დაამატა.

უეფას ოფიციალური განცხადების მიხედვით მეოთხე ცვლილების გაკეთება სუპერთასის, ქალთა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატის და ქალთა ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ხოლო 17 და 19 წლამდელთა როგორც კაცების ასევე ქალების ევროპის პირველობაზე ხუთ ცვლილებას ვიხილავთ.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები