''ის მსახიობი არაა, ნეიმარი ნომერ პირველი გახდება'' - ლუკაკუ ბრაზილიელ ფეხბურთელზე
Aa
Aa

''ის მსახიობი არაა, ნეიმარი ნომერ პირველი გახდება'' - ლუკაკუ ბრაზილიელ ფეხბურთელზე

ბრაზილიისა და ბელგიის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ელოდება.

დღეს მუნდიალს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშება.

ბელგიელთა ბომბარდირმა რომელუ ლუკაკუმ პრესასთან მოახლოებულ შეხვედრასა და ნეიმარზე ისაუბრა:

„ბრაზილიას მაღალი დონის მცველები ჰყავს. ჩვენ მათი თამაში უკვე შევისწავლეთ და შეხვედრისთვის მზად ვართ.

ცხოვრებაში მარტივი არაფერია. თუ რაიმეს მიღწევა გსურს, მაშინ ამისთვის უნდა იბრძოლო. მატჩის ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ და მსურს ეს შეტყობინება თანაგუნდელებსაც გადავაცე.

რაც შეეხება ნეიმარს, მას მსახიობად არ ვთვლი. ფეხბურთელები რომლებიც მის წინააღმდეგ თამაშობენ სასტიკები არიან. მალე ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გახდება და მოხარული ვარ, რომ მის წინააღმდეგ მეორედ ვითამაშებ.

ბრაზილიის ნაკრები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს, თუმცა მათ მოთამაშეებს ძლიერი მენტალიტეტი აქვთ.

ჩვენ უნდა ვიყოთ გუნდი და მეტოქეს პატივი ვცეთ“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ბელგიის დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები