გუტიმ ''რეალი'' დატოვა - ესპანელი თურქეთში იმუშავებს
მადრიდის ''რეალის'' ლეგენდამ, გუტიმ განაცხადა რომ ესპანური კლუბის დატოვებას აპირებს და ''ბეშიქთაშის'' დამხმარე მწვრთნელის პოსტის დაკავებას გეგმავს. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რეალის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, თუმცა კარიერის გაგრძელება თურქულ გრანდში გადაწყვიტა.
გუტიმ ფეხბურთელის კარიერა სწორედ ''ბეშიქთაშში'' დაასრულა და 2011 წელს გუნდს თურქეთის თასი მოაპოვებინა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გუტიმ განაცხადა
“დღეს მინდა ''რეალს'' მადლობა გადავუხადო.როგორც ფეხბურთელმა ასევე მწვრთნელმა კარიერის დიდი ნაწილი მადრიდში გავატარე და ეს კლუბი ჩემთვის სახლივითაა. რამდენიმე დღეში ''ბეშიქთაშში'' ახალი სახლი მექნება. თურქულ კლუბში მთავარი მწვრთნელის დამხმარის პოსტს დავიკავებ და იმედი მაქვს თურქეთში პროფესიულ ზრდას გავნაგრძობ. მინდა ''ბეშიქთაშს'' გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადავუხადო, ვეცდები მათი იმედები გავამართლო და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავიღო.“
გუტი ზიდანის წასვლის შემდეგ მადრიდის ''რეალის'' ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა სამეფო კლუბმა არჩევანი ხულენ ლოპეტეგიზე შეაჩერა.
2015 წლიდან მოყოლებული ''ბეშიქთაშის'' მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშია.