Aa Aa
4 ივლისი 2018  |  17:57

"როდესაც არგენტინის წინააღმდეგ ვთამაშობდი, მამაჩემს სიკვილით ემუქრებოდნენ"

imgbanner

ნიგერიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯონ ობი მიკელმა მძიმე დღეები გამოიარა. როცა მიკელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ბანდიტებმა მისი მამა გაიტაცეს და ფეხბურთელთან მუქარის წერილებს აგზავნიდნენ, თუმცა ისინი მიკელამდე მაშინ მივიდა, როდესაც ნიგერიის ნაკრებს არგენტინის წინააღმდეგ ბოლო მატჩი უნდა ეთამაშა - შეხვედრამდე 4 საათი რჩებოდა.

მიკელის მამის გამოსახსნელად, რისთვისაც ბანდიტები ფულს ითხოვდნენ, პოლიცია მუშაობდა და მათთან მოლაპარაკებებს 1 კვირაზე მეტხანს მართავდა.

"მე არგენტინის წინააღმდეგ ვთამაშობდი, როცა მამაჩემი ბანდიტების ხელში იყო და მოკვლით ემუქრებოდნენ. მატჩამდე 4 საათით ადრე დამირეკეს და ყველაფერი მითხრეს. უცებ ძალიან დავითრგუნე, თუმცა მალევე უნდა გადამეწყვიტა, შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას. განადგურებული ვიყავი, მაგრამ 180 მილიონი ნიგერიელის წინაშე პასუხისმგებლობა ვიგრძენი და მივხვდი, რომ მათ ვერ დავაღალატებდი.

რა თქმა უნდა, ამის შესახებ ნაკრებშიც ვუთხარი, თუმცა დავამატე, რომ მათ სიტყვა არ უნდა დასცდენოდათ, რადგან გამაფრთხილეს, რომ ამ შემთხვევაში, მამაჩემს მოკლავდნენ. მწვრთნელს ვესაუბრე და ერთად გადავწყვიტეთ, მოედანზე გავსულიყავი და ქვეყნის ღირსება დამეცვა.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მამაჩემი ორშაბათს უვნებელი დაგვიბრუნდა, რისთვისაც პოლიციის თანამშრომლებს უღრმეს მადლობას ვუხდი. ასევე, ჩემს მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარა". - განაცხადა ობი მიკელმა.

ჯონ ობი მიკელი 2006-2017 წლებში ლონდონის "ჩელსიში" თამაშობდა და მასთან ერთად 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამჟამად კი ჩინური "ტიანძინ ტედას" ფორმით ასპარეზობს. იგი ნაკრების წევრი 2006 წლიდანაა და "მწვანე არწივთა" მაისურით 86-ჯერ უთამაშია.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები