მილიონობით ქომაგი სრულ სიბნელეში - ნიგერიაში ეროვნულ ნაკრების თამაში ვერ იხილეს
Aa
Aa

მილიონობით ქომაგი სრულ სიბნელეში - ნიგერიაში ეროვნულ ნაკრების თამაში ვერ იხილეს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ხორვატიამ 2:0 დაამარცხა ნიგერია, მაგრამ ნიგერიაში ელექტროენერგია გაითიშა და  მილიონობით ქომაგს საყვარელი ნაკრების თამაშის ხილვის შესაძლებლობა არ მიეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით ნიგერიაში სრული კოლაფსი დაფიქსირდა და ქვეყნის ყველა ელექტროსადგური გაითიშა. punchng.com-ის ცნობით ეროვნული ნაკრების თამაშის მოლოდინში ნიგერიელები სრულ სიბნელეში აღმოჩნდნენ. მილიონობით გულშემატკივარი ოთხი წელი ელოდება ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას, მაგრამ მათ ვერ ნახეს კალინინგრადში გამართული შეხვედრა.

ზემოთხსენებულ გამოცემას ლაგოსში მდებარე ეროვნული ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიაში განუცხადეს, რომ თებერვლის შემდეგ ელექტროენერგიის სრული კოლაფსი პირველად დაფიქსირდა.

''ეს არის სისტემური კოლაფსი, რომელიც ორჯერ დაფიქსირდა გუშინ საღამოს (პარასკევი) და დღეს დილით (შაბათი). თებერვლის შემდეგ სისტემური კოლაფსი პირველად მოხდა'' - განაცხადა ეროვნული ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, D ჯგუფში ხორვატიამ ნიგერიას 2:0 სძლია და 1/8-ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ზლატკო დალიჩის გუნდმა არგენტინის ნაკრების წაფორხილებით ხორვატებმა ისარგებლა და ჯგუფის ლიდერია.

ხორვატებმა პირველი ტაიმი ეტებოს ავტოგოლით მოიგეს. მეორე ნახევარში ლუკა მოდრიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თამაშს ინტრიგა მოუკლა.

ბალკანელებმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს და ნიგერიელთა დიდი მონდომების მიუხედავად შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ 21 ივნისს ხორვატია ჯგუფის მეორე შეხვედრას არგენტინის წინააღმდეგ გამართავს, 22 ივნისს კი ნიგერია ისლანდიას შეხვდება.

ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები