Aa
Aa

ხორვატიამ ნიგერია დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა

D ჯგუფში ხორვატიამ ნიგერიას 2:0 სძლია და 1/8-ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

არგენტინის ნაკრების წაფორხილებით ხორვატებმა ისარგებლეს და ჯგუფის ლიდერები გახდნენ.

ზლატკო დალიჩის გუნდმა ნიგერიას კლასის ხარჯზე აჯობა.

ხორვატებმა პირველი ტაიმი ეტებოს ავტოგოლით მოიგეს.

მეორე ნახევარში ლუკა მოდრიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თამაშს ინტრიგა მოუკლა.

ბალკანელებმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს და ნიგერიელთა დიდი მონდომების მიუხედავად შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

აქვე გეტყვით, რომ 21 ივნისს ხორვატია ჯგუფის მეორე შეხვედრას არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები