Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ჰიუსტონი - იუტა 112 – 102

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფლეი-ოფის დასკვნითი მატჩები გაიმართა. ტური ტეხასში გაიხსნა, სადაც „ჰიუსტონმა“ „იუტას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად კონფერენციის ფინალში გავიდა.

ტეხასელებმა კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მესამე მეოთხედი 11 ქულით წააგეს, თუმცა ბოლო პერიოდში მობილიზაცია მოახერხეს და მატჩში 10 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

„ჰიუსტონს“ 41 ქულით და 10 გადაცემით კრის პოლმა ულიდერა. პი ჯეი ტაკერმა აქტივში 19 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

„იუტას“ მხრიდან 24 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. ალეკ ბერკსმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 22 ქულა შესძინა. ხოლო როის ონილმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

„ჰიუსტონმა“ სერია 4-1 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდება.

 

გოლდენ სტეიტი - ნიუ ორლეანი 113 – 104

„ჰიუსტონს“ კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტი“ დაუპირისპირდება. „მეომრებმა“ შინ „პელიკანსს“ უმასპინძლეს და 9 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

„უორიორსის“ რიგებში 20 ქულიანი ნიშნული სამმა კალათბურთელმა გადალახა. სტეფ კარიმ გუნდს 28 ქულ აშესძინა, კევინ დურანტმა შეხვედრა 24 ქულით დაასრულა, კლეი ტომპსონმა კი აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე დრეიმონდ გრინი გახდა, „მეომრების“ მძიმე ფორვარდმა თავი 19 ქულას, 14 მოხსნას და 9 გადაცემას მოუყარა.

„პელიკანსს“ 34 ქულით ენტონი დევისმა ულიდერა. ჯრუ ჰოლიდეიმ სამმაგი დუბლი მიითვალა და 27 ქულას, 10 მოხსნა და 11 გადაცემა წაამატა. ნიკოლა მიროტიჩმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები