„გოლდენ სტეიტი“ თეთრ სახლში ვიზიტის ნაცვლად ვაშინგტონელ ბავშვებს შეხვდება
Aa
Aa

„გოლდენ სტეიტი“ თეთრ სახლში ვიზიტის ნაცვლად ვაშინგტონელ ბავშვებს შეხვდება

დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ „გოლდენ სტეიტმა“ თეთრ სახლში სტუმრობაზე უარი განაცხადა. როგორც “ESPN” იტყობინება „მეომრებმა“ გადაწყვიტეს ვაშინგტონში ყოფნისას ადგილობრივ ბავშვებს მედიისგან დახურულ შენობაში უმასპინძლონ და ისეთ საკითხებზე ესაუბრონ, როგორიც: ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობაა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობიდან რამდენიმე თვის შემდეგ დონალდ ტრამპი ჯერ სტეფ კარიმ, ხოლო შემდეგ კევინ დურანტმა გააკრიტიკა, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტმა „უორიორზს“ თეთრ სახლში მიწვევა ოფიციალურად გაუუქმა.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას დიდი რეზონანსი მოჰყვა, როგორც კალათბურთელებში ასევე პრესაში, ლებრონმა პრეზიდენტის საქციელი საჯაროდ გააკრიტიკა, ხოლო „გოლდენ სტეიტმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა:

"ჩვენ მოხარულები ვართ  რომ გვქონდა საშუალება თეთრ სახლში ვიზიტი განგვეხორციელებინა, თუმცა პრეზიდენტის განცხადებებმა ნათელი გახადა, რომ მას ჩვენი მასპინძლობა არ სურს. შედეგად გუნდმა იმსჯელა და ერთხმად გადავწყვიტა, რომ თეთრ სახლში სტუმრობაზე ოფიციალური უარი განგვეცხადებინა, რადგან მიგვაჩნია, რომ არაფერია სიტყვის თავისუფლებაზე და პრობლემატურ სოციალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე მეტად ამერიკული. პრეზიდენტი კი ამ ღირებულებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება".

„მეომრები“ ვაშინგტონელ ბავშებთან შეხვედრას  ადგილობრივ „ვიზარდსთან“ გასამართ დაპირისპირებამდე გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ 44 მოგებითა და 14 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები