1300 კილომეტრი ველოსიპედით... - "კროტონეს" მწვრთნელი დანაპირებს ასრულებს
Aa
Aa

1300 კილომეტრი ველოსიპედით... - "კროტონეს" მწვრთნელი დანაპირებს ასრულებს

იტალიური "კროტონეს" მთავარი მწვრთნელი, დავიდე ნიკოლა ბედნიერია, რომ პირობის შესრულება მოუწევს და ველოსიპედით 1000-ზე მეტ კილომეტრს გაივლის.

ნიკოლამ 7 აპრილს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუკი მისი "კროტონე" სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებდა, კლუბის სტადიონიდან ტურინამდე ველოსიპედით ჩავიდოდა. აღნიშნულ ობიექტებს შორის მანძილი დაახლოებით 1300 კილომეტრია - შესვენების საშუალება 6 ადგილას ექნება.

44 წლის სპეციალისტი საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი 14 წლის ვაჟი, 3 წლის წინ, სწორედ ველოსიპედით მომხდარი ავარიისას დაიღუპა.

"კროტონემ" სერია A-ს ბოლო ტურებში საუცხოო შედეგები აჩვენა და უკანასკნელ 9 ტურში 20 ქულა აიღო - 6 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება (სტუმრად "იუვენტუსთან").

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები