მაიკლ დიქსონს პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

მაიკლ დიქსონს პატიმრობა ემუქრება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, მაიკლ დიქსონმა, 64 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინციდენტი საბერძნეთში გუშინ მოხდა. დიქსონი ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც ინერციის შედეგად, იქვე მყოფი მეეზოვის სიცოცხლე იმსხვერპლა. 64 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის შემდეგ, მაიკლ დიქსონიცა და მეორე ავტომობილის მძღოლიც დააკავეს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

როგორც დიქსონის კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, კალათბურთელმა ჩვენება მისცა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, თუმცა ყველაფერს სასამართლო პროცესი გაარკვევს.

ამ მომენტისათვის დიქსონი თავისუფალია და სწორედ სასამართლო პროცესს ელოდება. 

 

მომზადებულია eurohoops.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები