29 წლიანი მეგობრობის დასასრული - გიგზი
Aa
Aa

29 წლიანი მეგობრობის დასასრული - გიგზი "იუნაიტედს" ტოვებს...

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო BBC-მ, დღეს დილით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისთვის არცთუ სასიამოვნო ახალი ამბავი გააცხადა. 

სააგენტოს თქმით, 29 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ უელსელი რაიან გიგზი მანჩესტერულ კლუბს ტოვებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება ორივე მხარემ შეათანხმა, ყველაფერი კი ოფიციალურად, მომდევნო 24 საათში გამოცხადდება.

მოგვიანებით იგივე ცნობა skysports-მაც გაავრცელა. ასე რომ, ეს მართლაც დასასრულია და "მანკუნიანელთა" მაისურით სარეკორდო რაოდენობის, 963 შეხვედრის ჩამტარებელი უელსელი "ოლდ ტრაფორდს" უახლოეს ხანში დაემშვიდობება. 

გიგზი "მანჩსტერში" 1987-2013 წლებში თამაშობდა. 2013 წლის შემდეგ კი კლუბში სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. ბოლოს იგი ლუი ვან გაალის ასისტენტი გახლდათ.

გიგზის წასვლას ჟოზე მოურინიოს სახელს უკავშირებენ, რომელმაც იმ თანამდებობაზე, რომელზეც აქამდე გიგზი მუშაობდა, თავისი მარჯვენა ხელი და მეგობარი რუი ფარია მოიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები