მბაპე: "მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი ადგილი არ არსებობს"!
საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებთა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც პენალტი მოიპოვა, 2 გოლი გაიტანა და ამის გარდაც ძალიან სასარგებლო გახლდათ.
19 წლის შემტევი, 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ფლეი-ოფის მატჩში დუბლი შეასრულა, აქამდე ეს, 1958 წელს, პელეს ჰქონდა გაკეთებული.

"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პელეს შემდეგ, მე-2 თინეიჯერი ვარ, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია, თუმცა მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ პელე საერთოდ სხვა განზომილებაა. თავის მხრივ, კარგია, რომ ასეთი დიდი ადამიანის გვერდით მახსენებენ.
ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი, რომ ამ ტურნირზე საუკეთესო თამაშის ჩვენება გჭირდება, თანაც ეს მთლიანად გუნდმა უნდა გააკეთოს.
შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი ადგილი არ არსებობს". - განაცხადა მბაპემ მატჩის შემდეგ.

საფრანგეთის ნაკრების მომდევნო მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთში ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ.