ელერდაისი: „ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყო ბელგიასთან კეინს სათადარიგო სკამზე დავტოვებდი“
ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი „ოქროს ბუცის“ მოგების მთავარი კანდიდატია. „ტოტენჰემის“ ლიდერმა ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი, ხოლო პანამასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციით გარეტ საუთგეიტი კეინის დასვენებას აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს „სამი ლომის“ კაპიტანი ბელგიასთან მოედანზე იქნება და საკუთარ გუნდს გაუძღვება.
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სემ ელერდაისი, მიიჩნევს, რომ კეინთან მიმართებით პრაგმატული მიდგომის გამოყენება სჯობს და ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნაა.
„ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყო ჰარის ვეტყოდი - მისმინე, თუ საუკეთესო ბომბარდირობა გსურს, მაშინ ტურნირზე რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ და თითოეულ შეხვედრას მაქსიმალურად დასვენებული შეხვდე, ამიტომ სათადარიგო სკამზე გადაგიყვან და ძირითად შემადგენლობაში ჯეიმი ვარდის დავაყენებ. გოლების გატანის შანსი მომავალშიც ბევრი გექნება, თან მატჩებს უფრო მეტი ენერგიით შეხვდები“.
„დროის ასეთ პატარა მონაკვეთში სამი თამაშის გამართვა ადვილი არაა, მითუმეტეს გუნდი სერიოზული ფიზიკური და მენტალური წნეხის ქვეშ იმყოფება“.
„დიდმა სემმა“ ინგლისის ნაკრებში თავისი ყოფნის დრო გაიხსენა და ამ პერიოდს თავისი კარიერის ყველაზე საამაყო მომენტი უწოდა.
„თამაშების წინ მოსმენილი ქვეყნის ჰიმნი, მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდი და დაძაბულობა... ფეხბურთელებთან მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. პირველი თამაში მშვენივრად ჩავატარეთ და რომ არა გაფუჭებული მომენტები დიდი ანგარიშით მოვიგებდით“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებ დღეს ბელგიას დაუპირისპირდება. უცნაურია მაგრამ გამარჯვება არცერთი ნაკრების გულშემატკივარს არ სურს. გამარჯვებული გუნდი რთულ ბადეში პორტუგალიას, საფრანგეთს, არგენტინას, ბრაზილიასთან ხვდება,