როხომ გვირაბში მესის მიერ ნათქვამი სიტყვები გაამხილა
მარკოს როხომ, ლიონელ მესის „მსოფლიოში საუკეთესო კაპიტანი“ უწოდა. კამერებმა პირველი ნახევრის დასრულებისას მესისა და კომპანიის „შეკრება“ დააფიქსირეს, სადაც არგენტინელთა ლიდერი თანაგუნდელებს ამხნევებდა.
„ალბისელესტემ“ პირველი ტაიმი ლეოს გოლის წყალობით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ნიგერიამ ვიქტორ მოზესის თერთმეტმეტრიანის მეშვეობით ანგარიში გაათანაბრა, მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე როხომ გადამწყვეტი გოლი შეაგდო და გუნდს მერვედფინალის საგზური მოუტანა.
შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ჟურნალისტებს გვირაბში მესის მიერ ნათქვამი სიტყვები გაუმხილა.
Marcos Rojo: "During halftime, Messi said that all of us have the duty to score so whenever we get the chance, we shoot, no matter our position... So when I saw that ball coming towards me, I kicked it in with all that I had in me and [laughs] it went in." [@DonCuccittini] pic.twitter.com/kzWhFbdVPK
— Marie-Anne (@PlQUECHU) June 26, 2018
„ლეომ დამშვიდებისკენ და სტრესისგან გათავისუფლებისკენ მოგვიწოდა. ბევრს ვნერვიულობდით და მისმა სიტყვებმა დიდი დახმარება გაგვიწია. პირადად მე მისმა ფრაზებმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა“.
„მესიმ გვითხრა, რომ გამარჯვება სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხი იყო. ყველაფერი შეიძლებოდა ცუდად დასრულებიყო და დავნებებულიყავით, მაგრამ ლეო ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა. ლეოს თქმით გოლის გატანა ჩვენი მოვალეობა იყო! სახიფათო მომენტის შექმნის შემთხვევაში საკუთარი პოზიცია უნდა დაგვევიწყებინა და კარისკენ დაგვერტყა! ამიტომ, როდესაც ჩემსკენ წამოსული ბურთი დავინახე დიდხანს არ მიფიქრია“.
„მან და მასკერანომ წინ წასვლისკენ და შეტევისკენ მომიწოდეს. მესი თამაშს იდეალურად კითხულობს და გამორჩეული ფეხბურთელია. ლეო ჩვენი ლიდერი და მსოფლიოში საუკეთესო კაპიტანია. გადამწყვეტი გოლის გატანა დაუვიწყარი შეგრძნება იყო“.